|
2022-11-29 14:52:37, 869 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - გონჩარენკო საქართველოს ომში ჩართვას ითხოვდა და ივანიშვილის წინააღმდეგ კონფერენციას აორგანიზებს, ყოფილა კავშირი?
გონჩარენკო გეორგიევსკის ლენტით დარბოდა რამდენიმე წლის წინ, დღეს საქართველოს ომში ჩართვას ითხოვდა და გონჩარენკო აორგანიზებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კონფერენციას ევროპარლამენტში. ყოფილა კავშირი? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტვ „ფორმულას“მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ცინიკური ნარატივი - „აბა ომი გინდათ“ იმიტომ, არ გავიდა, რომ მათი მეგობარი გონჩარენკო ითხოვდა, დაგვეწყო ომი, პირდაპირ შევვარდნილიყავით აფხაზეთში და დაგვეხოცა ქართველებს და აფხაზებს ერთმანეთი. „შეგიძლიათ წაიკითხონ, ვინ არიან ორგანიზატორები, ფოტიგა, გონჩარენკო. გონჩარენკო გახსოვთ რას ითხოვდა? სოხუმში შეისეირნეთო. „აბა ომი გინდათ“ - ოპოზიციის ცინიკური ნარატივი რატომ არ გავიდა იცით, იმიტომ, რომ მათი მეგობარი გონჩარენკო ითხოვდა, რომ ჩვენ დაგვეწყო ომი, პირდაპირ შევვარდნილიყავით აფხაზეთში და დაგვეხოცა ქართველებს და აფხაზებს ერთმანეთი. ამას ითხოვდა და ეს ადამიანი არის ორგანიზატორი იმ კონფერენციის რომელსაც მეკითხებით. ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ეს დაორგანიზებული. პირდაპირი კორელაციაა. ადამიანი ითხოვდა ომს, ითხოვდა? გონჩარენკოზე მაინც ხომ მიდასტურებთ, რომ გეორგიევსკის ლენტით დარბოდა რამდენიმე წლის წინ, დღეს საქართველოს ომში ჩართვას რომ ითხოვდა გონჩარენკოზე მაინც ხომ მიდასტურებთ? და დღეს გონჩარენკო აორგანიზებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კონფერენციას ევროპარლამენტში. ყოფილა კავშირი? აბა ომი გინდათო, დამცინავი და ირონიული ტონით რომ მეკითხებით ხოლმე“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)