|
2022-11-29 11:08:15, 1171 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე - იმდენს იზამს ეს ხალხი, ავდგები და ჩემს კანდიდატურას წამოვაყენებ „ოცნების“ თავმჯდომარეობაზე
“გირჩის” დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმაც განაცხადა, რომ სურს საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად. იმდენს იზამს ეს ხალხი, რომ ისე გავბრაზდები, ავდგები და ჩემს კანდიდატურას წამოვაყენებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარეობაზე, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. გოცირიძის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯით ქვეყანაში "ოლიგარქიას მოსპობდა" და "ეროვნული თანხმობის მთავრობას" შექმნიდა. "ამით ხომ ნამდვილად ეშველებოდა ქვეყანას, ოლიგარქობაც მოისპობოდა და ეროვნული თანხმობის მთავრობასაც შევქმნიდი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად. არც პატარა პარტიებს დავტოვებდი ნაწყენი. ბატონ ვახტან მეგრელიშვილს სულაც ვიცე-პრემიერად დავნიშნავდი, როგორც რადიკალური ცვლილებების ინსპირატორს. აბა, რომ არ გავბრაზებულიყავი, ხომ ვერ მოვაჯდებოდი “ქართულ ოცნებას”? წინა გამბრაზებლებსაც მიუძღვით თავიანთი წვლილი, რა თქმა უნდა, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ბოლო წვეთია, სავსე ფიალიდან წყალი რომ გადმოიღვაროს. ამ ჭიქით (ჩაის მივირთმევ) იმ ერთ წვეთს გაუმარჯოს, რევოლუციას რომ მისცემს ბიძგს!" - წერს გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, "გირჩის" დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა სურს. "წარვდგებოდი გეგმით, რომლითაც ეს პარტია ბევრად ეფექტური იქნებოდა", - ამბობს მეგრელიშვილი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)