13:03 - 22 Jul, 2026
|
2022-11-29 10:28:12, 1489 ნახვა
მსოფლიო
ჰავაიზე მსოფლიოში ყველაზე დიდი აქტიური ვულკანი ამოიფრქვა
ჰავაის კუნძულებზე მსოფლიოში ყველაზე დიდი აქტიური ვულკანი - მაუნა ლოა ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველად ამოიფრქვა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევაკუაციის ბრძანება ჯერჯერობით არ გაცემულა, თუმცა მოსახლეობა მზადყოფნაშია. აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურმა (USGS) განაცხადა, რომ სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. მაუნა ლოა შტატის დიდ კუნძულზე, ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკში მდებარეობს და მისი სიმაღლე 4 169 მეტრია. USGS-ის მონაცემებით, ვულკანი 1843 წლის შემდეგ 33-ჯერ ამოიფრქვა. ბოლო ამოფრქვევა 1984 წელს დაფიქსირდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)