13:03 - 22 Jul, 2026
|
2022-11-29 09:22:24, 1256 ნახვა
მსოფლიო
მედია - რუსეთი მობილიზებულთა ცოლებსა და დედებს დონბასში გაგზავნის
რუსეთი, სახალინის ოლქიდან მობილიზებულების ცოლებსა და დედებს, უკრაინის წინააღმდეგ ომში ოკუპანტებისთვის „მიზანმიმართული და ეფექტური დახმარების" გასაწევად, დონბასში გზავნის. აღნიშნულ ინფორმაციას Unian-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ასეთი ინიციატივით ქალები თავად გამოვიდნენ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ მხარი დაუჭირა. 27 ნოემბერს, სახალინის რეგიონის გუბერნატორი, ვალერი ლიმარენკო დედის დღესთან დაკავშირებით მობილიზებულთა ახლობლებს შეხვდა, დონბასში გამგზავრების გადაწყვეტილებაც სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე მიიღეს. ცნობილია, რომ მობილიზებული რუსების ახლობლები შექმნიან ქალთა საზოგადოებრივ ჯგუფს, რათა ადგილზე გაარკვიონ რა სჭირდებათ დამპყრობლებს ფრონტზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)