|
2022-11-28 19:11:01, 983 ნახვა
პოლიტიკა
მელია - არ დავუშვებ არასოდეს საკუთარ პარტიაში არაფორმალურ გავლენებს
არ დავუშვებ არასოდეს საკუთარ პარტიაში არაფორმალურ გავლენებს. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მისივე თქმით,ადამიანები უნდა გამოვიდნენ ჩრდილიდან და თუ მათ სურთ და აქვთ კონკრეტული ინტერესები, გაბედონ და ამ საკითხებზე ხმამაღლა ისაუბრონ. "არ მსურს და არ დავუშვებ არასოდეს საკუთარ პარტიაში, რომელიც ჩემს საკუთარ ოჯახად იქცა უკვე ბევრი წელიწადია, ვინმეს ჰქონდეს შეძლოს ფარდის უკნიდან, ან ნებისმიერ სხვა პლატფორმიდან თავს მოახვიოს გავლენები არაფორმალურად. შეუძლებელია არაფორმალური მმართველი გერქვას შენ და სურვილიც კი გქონდეს პარტიის გაძლიერების. თუკი ვინმე არის ფარდის უკან, ძალიან დელიკატურად ძალიან არაკონფრონტაციულად გნებავთ, ვაიძულო ან დავარწმუნო, რომ გამოვიდეს და მთელი სიდიადით წარსდგეს საზოგადოების წინაშე. შეგახსენებთ, რომ დღეს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, რადგან არ სურდა, რომ სხდომა ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებულიყო. სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)