|
2022-11-28 18:31:14, 883 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე სააკაშვილზე - ძალიან ცუდად გამოიყურება, შესამჩნევია თვალის გარშემო კუნთის ტრემორიც
ძალიან ცუდად გამოიყურება, შესამჩნევია თვალის გარშემო კუნთის ტრემორიც. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა საავადმყოფოში არ უმჯობესდება, პირიქით უარესდება. "ყოველთვის ვცდილობ მიშას ჯანმრთელობაზე სიფრთხილით ვისაუბრო. ვშიშობ არ მოვახვიო ჩემი მძაფრი შთაბეჭდილებები საზოგადოებას, ან რამე სამედიცინო თვალსაზრისით არასწორად ვთქვა. შეგახსენებთ, რომ დღეს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, რადგან არ სურდა, რომ სხდომა ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებულიყო. სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)