|
2022-11-28 17:43:06, 1782 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ მაისურაძემ სოფელ აღაიანში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა და კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა დაათვალიერეს. პროექტი რკინაბეტონის კიუვეტების, ორფენიანი ასფალტბ-ეტონის საფარის დაგებას და ეზოში შესასვლელების მოწყობას ითვალისწინებს. გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს, რომლის სიგრძეც 3219 გრძივი მეტრია, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ქვენიფნელნი“ ახორციელებს. აღნიშნული პროექტი გარდამავალია და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 968 999 ლარია. ვახტანგ მაისურაძის თქმით, მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. "მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა აფერხებს გადაადგილებას და გარკვეულ პრობლემებს ქმნის. სოფელ აღაიანის მოსახლეობას კი აღნიშნული საკითხი მრავალი წლის განმავლობაში აწუხებდა. პროექტის დასრულების შემდეგ კი ადგილობრივები კომფორტული გზით ისარგებლებენ." - აღნიშნა კასპის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)