|
2022-11-28 16:00:17, 885 ნახვა
პოლიტიკა
მელია - თუკი სააკაშვილი „ვივამედში“ განაგრძობს მკურნალობას, იქნება ვერდიქტი, რომ ნელი სიკვდილით უნდა მოკვდეს
თუკი სასამართლო იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჯანმრთელი და მკურნალობა "ვივამედში" უნდა განაგრძოს, ეს იქნება ვერდიქტი, რომ ნელი სიკვდილით უნდა მოკვდეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში აღნიშნა, უახლოეს დღეებში, ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, დაცვის მხარე სასამართლოს მიმართავს. "უახლოეს დღეებში, ჩვენ ვიცით, რომ დაცვის მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, თუკი სასამართლო, თავიდან ბოლომდე კონტროლირებადი ივანიშვილის მიერ, იტყვის, რომ ადამიანი არის ჯანმრთელი და ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მან უნდა განაგრძოს მკურნალობა "ვივამედში", ეს იქნება ვერდიქტი გამოტანილი მოსამართლის მიერ, რომ მიხეილ სააკაშვილი ნელი სიკვდილით უნდა მოკვდეს იქ, სადაც ჰყავთ გამოკეტილი. ღმერთმა დაიფაროს, ასეთ შემთხვევაში ვერაფერი ძველებურად ვეღარ გაგრძელდება",- განაცხადა მელიამ. შეგახსენებთ, რომ დღეს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, რადგან არ სურდა, რომ სხდომა ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებულიყო. სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)