|
2022-11-28 11:14:31, 1278 ნახვა
მსოფლიო
ბრიუსელში ბელგია-მაროკოს საფეხბურთო მატჩს არეულობა მოჰყვა - პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენა
ბრიუსელში, მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგია-მაროკოს საფეხბურთო მატჩის შემდეგ არეულობა მოხდა. Reuters-ის ცნობით, პოლიციამ ათეულობით ადამიანი დააკავა. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბელგიის ეროვნული ნაკრები მაროკოსთან დამარცხდა, დედაქალაქის ქუჩებში გულშემატკივრებმა მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს, ასობით პოლიციელმა კი, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ბრიუსელის მერმა, ფილიპ კლოზმა, რომელიც მომხდარს Twitter-ზე გამოეხმაურა, მომხდარი დაგმო და განაცხადა, რომ პოლიციას ჩარევა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მოუწია. შემთხვევას ასევე გამოეხმაურა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც მთავრობას ცოტა ხნის წინ, საფეხბურთო მოედნებზე ხულიგნობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, კანონპროექტი შესთავაზა. „სამწუხაროა იმის დანახვა, რომ რამდენიმე ადამიანი იყენებს სიტუაციას ბუნტის დასაწყებად. დიდი მადლობა ჩვენს საპოლიციო ძალებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ამის დასასრულებლად და ყველაფერს გააკეთებენ უახლოეს დღეებში, ამბოხებულთა იდენტიფიცირებისთვის", - თქვა ანელიეს ვერლინდენმა. ცნობისთვის, გუშინ, 27 ნოემბერს კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, F ჯგუფის შეხვედრაში ბელგია მაროკოსთან, ანგარიშით 2:0 დამარცხდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)