|
2022-11-27 21:56:01, 1444 ნახვა
მსოფლიო
რესპუბლიკელები აპირებენ გააძლიერონ კონტროლი აშშ-დან უკრაინაში იარაღის მიწოდებაზე
რესპუბლიკელები, რომლებმაც აშშ-ის კონგრესში მცირე უპირატესობა მოიპოვეს ბოლო შუალედური არჩევნების შედეგად, აპირებენ გააძლიერონ კონტროლი უკრაინაში იარაღის მიწოდებაზე, წერს The Washington Post. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო მზადება მომავალი ინსპექტირებისთვის: სახელმწიფო დეპარტამენტმა და პენტაგონმა ცოტა ხნის წინ გაიზიარეს გეგმები იმის შესახებ, თუ როგორ აპირებენ დააკვირდნენ თითქმის 20 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს, რომელიც უკვე გაგზავნილია აშშ-დან უკრაინაში. ზოგადად, ვაშინგტონში იყო კონსენსუსი, რომ გაზრდილი ზედამხედველობა სწორი იქნებოდა. თუმცა, მას აქვს სერიოზული შეზღუდვები, რის გამოც, პრაქტიკულად, ძნელად იქნება შესაძლებელი ყველა იარაღის სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხარვეზების გარეშე. ამიტომ, ბაიდენის ყველაზე შეურიგებელი რესპუბლიკელი კრიტიკოსები, სავარაუდოდ, უკმაყოფილონი დარჩებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)