|
2022-11-27 12:15:15, 1473 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთში კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაძლიერდა - მომიტინგეები სი ძინპინის გადადგომას ითხოვენ
ჩინეთში Covid-19-ის შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ურუმჩის ერთ-ერთ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქ შანხაიში, უცხოელი ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ ათასობით ადამიანი მსხვერპლთა მოსახსენიებლად და კოვიდშეზღუდვების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა. ისინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის გადადგომას ითხოვენ. მოქალაქეების ნაწილი გაჩენილი ხანძრით გამოწვეულ მსხვერპლს საცხოვრებელი კორპუსების ჩაკეტვას უკავშირებს. ამ ბრალდებებს ჩინეთის ხელისუფლება უარყოფს. მსგავსი საპროტესტო გამოსვლები უჩვეულოა ჩინეთში, სადაც მთავრობისა და პრეზიდენტის მისამართით ნებისმიერმა პირდაპირმა კრიტიკამ შეიძლება გამოიწვიოს მკაცრი ჯარიმები. ცნობისთვის, ჩინეთში Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევები იზრდება. დღიურ შემთხვევათა რაოდენობა 31 ათასამდე აღწევს, რაც აჭარბებს აპრილ-მაისის მაჩვენებელს, რომლის მიხედვითაც შანხაიში, 24 საათში 29 317 ადამიანი დაინფიცირდა და ქალაქში შეზღუდვები დაწესდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)