|
2022-11-26 18:11:32, 1573 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის, პოლონეთისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი
უკრაინის, პოლონეთისა და ლიტვის პრემიერმინისტრებმა უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურებისა და დახმარების გაძლიერების შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს. სამი ქვეყნის პრემიერმინისტრმა განცხადებას ხელი მოაწერეს კიევში "ლუბლიანას სამკუთხედის" ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ. განცხადებაში ხაზგასმულია უკრაინის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაძლიერების მნიშვნელობა. ასევე, ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში მოკავშირეების მხარდაჭერის აუცილებლობა. ცნობისთის, "ლუბლინის სამკუთხედი" დიპლომატიური ინიციატივაა, რომელიც უკრაინას, ლიტვას და პოლონეთს აერთიანებს. ალიანსის შექმნის შესახებ დეკლარაციას ხელი მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუბლინში, 2020 წლის 28 ივლისს მოაწერეს. ფორმატის ფარგლებში ვარშავა, ვილნიუსი და კიევი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)