|
2022-11-25 23:49:13, 1311 ნახვა
პოლიტიკა
დედაქალაქის მერმა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ახლადრეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა
დედაქალაქის მერმა მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ახლადრეაბილიტირებული სკვერი, ე.წ. „გეგეშიძის ბაღი“ დაათვალიერა. კახა კალაძის თქმით, სკვერის არეალი გაფართოვდა და რეაბილიტირდა. „გეგეშიძის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. პატარა დეტალები არის გასაკეთებელი, რომელსაც ხვალ მთლიანად დაასრულებენ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება, რადგან თვითონ ეს ბაღი იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში და საჭიროებდა განახლებას. თქვენ იცით, რომ აქ „ბურგერ ბარი“ იყო, რომელიც აღებულია და ამ ბარის ადგილზე მწვანე სივრცე მოეწყო, რითაც უფრო გაფართოვდა ბაღის არეალი. ერთადერთი, რაც დარჩა, არის კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლი, რომელიც თაბაშირითაა გაკეთებული და ბრინჯაოში ჩამოისხმება. პროექტი მომავალ წელს განხორციელდება, რაც ჩვენი დაპირება იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ. განხორციელებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 800 000 ლარს. გაწეულ სამუშაოებს, ასევე, ადგილზე გაეცნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ ტურძელაძე, საკრებულოს წევრი ლევან ჯაფარიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)