|
2022-11-25 19:31:39, 1132 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ბრძოლა კლანებს შორის, ვინ ჩაიგდებს ხელში პარტიის სადავეებს
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ბრძოლა კლანებს შორის, ვინ ჩაიგდებს ხელში პარტიის სადავეებს. - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, იკვეთება კეზერაშვილი-მერაბიშვილის კლანი, რომელსაც ამის ინტერესი აქვს. „პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ბრძოლა კლანებს შორის, ვინ ჩაიგდებს ხელში პარტიის სადავეებს, ვისი საკუთრება იქნება ეს კონკრეტული პარტია და პარალელურად, რა თქმა უნდა, მედიასაშუალებებზე, რომლებიც ასოცირდებიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ვის ექნება გავლენა ამ მედიასაშუალებებზე. რა თქმა უნდა, იკვეთება კეზერაშვილი-მერაბიშვილის კლანი, რომელსაც აქვს ინტერესი. თქვენ იცით, რომ კეზერაშვილი, რომელიც ოლიგარქი გახლავთ, რომელმაც როგორ და საიდან იშოვა ფული, ყველამ იცის, დღეს თავის თავს უწოდებს მედიამენეჯერს, თუმცა საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ვინ არის, რას წარმოადგენს, რა ცხოვრებით უცხოვრია ამ ადამიანს. მიმდინარეობს დაპირისპირება. ეს დაპირისპირება უკვე სააშკარაოზე აქვთ გამოტანილი და დაველოდოთ მოვლენებს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საკუთარი კანდიდატურა 16 ნოემბერს წარადგინა. ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)