|
2022-11-25 12:27:54, 1229 ნახვა
პოლიტიკა
საბა ბუაძე - თბილისის ბიუჯეტი არის უღიმღამო და ვერანაირად ვერ პასუხობს ორნიშნა ინფლაციას
ეს არის უღიმღამო, არაამბიციური ბიუჯეტი, სადაც არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ინიციატივა არ არის შესული, - ასე აფასებს პარტია "ლელოს" და თბილისის საკრებულოს წევრი, საბა ბუაძე დედაქალაქის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის განხილვას. მისი თქმით, ბიუჯეტი ვერ პასუხობს ქვეყანაში არსებულ ორნიშნა ინფლაციას და ძირითადად მოიცავს იმ მიმდინარე ხარჯების დაფარვას, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტში არსებობს. "ეს არის უღიმღამო, არაამბიციური ბიუჯეტი, სადაც არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ინიციატივა არ არის შესული და ძირითადად მოიცავს იმ მიმდინარე ხარჯების დაფარვას, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტში არსებობს. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ბიუჯეტი ვერანაირად ვერ პასუხობს იმ ორნიშნა ინფლაციას, რომლის შედეგადაც თბილისსა და მთლიანად საქართველოში ფასები კატასტროფულად იზრდება. მთლიანობაში არც ერთი კრიტიკული მიმართულებით არ გვაქვს ამ ბიუჯეტზე პასუხები. დედაქალაქის საკრებულოში 2023 წლის თბილისის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს. მომავალი წლის თბილისის საკრებულოს ბიუჯეტი 121 მილიონი ლარით მცირდება. ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს თბილისის მერიის გადასახდელების მოცულობა 1.44 მილიარდი ლარი იქნება, რაც წლევანდელთან შედარებით 120 მილიონი ლარით ნაკლებია.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)