|
2022-11-24 19:21:29, 1153 ნახვა
პოლიტიკა
კრამერი - გვარამიასა და სააკაშვილის შეწყალება მოხსნის ორ ძირითად პრობლემას, რომელიც ესახება ვაშინგტონს და ევროკავშირს საქართველოში
თუ არის სურვილი, ყოველთვის გამოიძებნება გამოსავალი. - ამის შესახებ ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწე, დევიდ კრამერმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარში" პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მისამართი განაცხადა, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალებაზე. მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ნამდვილად მოხსნის ორ ძირითად პრობლემას, რომელიც ესახება ვაშინგტონს და ევროკავშირს საქართველოში. "ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საკითხი ორი მთავარი საკითხია, რომელიც შეერთებულ შტატებსა და ევროპას აწუხებს და რაზეც მახვილდება ყურადღება, პრეზიდენტმა თქვა, რომ კონსტიტუციით არ აქვს ამის უფლება, მე არ ვარ კონსტიტუციონალისტი, თუმცა ვფიქრობ, რომ თუ არის სურვილი, ყოველთვის გამოიძებნება გამოსავალი, პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის შეწყალება "ნამდვილად მოხსნის ორ ძირითად პრობლემას, რომელიც ესახება ვაშინგტონს და ევროკავშირს საქართველოში". - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ დღეს, 24 ნოემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციის მოთხოვნით, წერილი შეიტანა. ხაჭაპურიძის თქმით, "მივმართეთ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს და ვთხოვთ მას, რომ მე მიმიღოს პირადად, მოხდეს აუდიენცია, რაც შეიძლება სასწრაფოდ, ვიანიდან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე". საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წერილი ჩაიბარა და რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, შეხვდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი შალვა ხაჭაპურიძეს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)