|
2022-11-24 16:52:23, 1180 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტმა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტების არაღიარებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემულ პასპორტებსა და სხვა სამგზავრო დოკუმენტებს არ აღიარებს. გადაწყვეტილება დამტკიცდა 531 ხმით, წინააღმდეგი იყო 7, 34-მა კი თავი შეიკავა. „ევროპარლამენტი მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რათა გააგრძელოს ზეწოლა რუსეთზე სამართლებრივი და პოლიტიკური საშუალებებით, რათა დარწმუნდეს, რომ პუტინი გადაიხდის მაღალ ფასს ამ უკანონო ომისთვის და უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულისთვის“, - განაცხადა კენჭისყრის შემდეგ მომხსენებელმა, ხუან ფერნანდო ლოპეს აგილარმა. კომისია, აღნიშნულის შემდეგ გაივლის კონსულტაციას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და შეადგენს რუსული სამგზავრო დოკუმენტების სიას, კერძოდ, პასპორტების, რომლებიც იქნება არაღიარებული, თუმცა თითქმის ყველა წევრი ქვეყანა აცხადებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს უკვე არ იღებენ. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება ოფიციალურად იქნება მიღებული საბჭოს მიერ, ის ასევე ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. გამოქვეყნებიდან მეორე დღეს გადაწყვეტილება ძალაში შევა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)