06:56 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 14:03:28, 915 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - ჩვენ გვყავს რუსეთიდან მართული დაჯგუფება ძალაუფლებაში, რომელსაც მიტაცებული აქვს სამშობლო

ჩვენ გვყავს რუსეთიდან მართული პოლიტიკური დაჯგუფება ძალაუფლებაში, რომელსაც მიტაცებული აქვს ჩვენი სამშობლო,- ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ არ აღიარებას. 

ვაშაძის თქმით, როდესაც ქვეყანაში ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა, მათ შორის რუსეთის ქმედებებს, დეოკუპაციაც სწრაფად მოხდება.

"ჩვენ გვყავს რუსეთიდან მართული პოლიტიკური დაჯგუფება ძალაუფლებაში, რომელსაც მიტაცებული აქვს ჩვენი სამშობლო და ჩვენი სამშობლო უნდა დავიბრუნოთ. ამის შემდგომ, რუსეთსაც თავის სახელს დავარქმევთ და ქვეყნის დეოკუპაციაც გაცილებით სწრაფად მოხდება",- განაცხადა ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროპარლამენტის წევრებმა სტრასბურგში პლენარულ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს.

რეზოლუციას მხარი 494-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 58, ხოლო 44-მა თავი შეიკავა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics