|
2022-11-24 13:23:12, 1653 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კაკავამ და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ, ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. სასწავლო კურსი 9 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელდება და პირველ ეტაპზე, პროგრამაში 100- ზე მეტი მსჯავრდებული ჩაერთვება. შემოსავლების სამსახურისა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში, მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 14 მსჯავრდებულის მიმართ, მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების პროცედურები განახორციელეს. სტატუსი მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, მათ მიერ ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციით (მაღაზია „რე-მარკეტში“) მიღებული შემოსავალი არ დაბეგრონ და ისარგებლონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით. იხ. ბმული: https://www.rs.ge/PersonsPreferentialTax?cat=1&tab=1 ამასთან, მიკრო ბიზნესის სტატუსით განსაზღვრული შეღავათებით მსჯავრდებულები გათავისუფლების შემდეგაც ისარგებლებენ. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურში მსჯავრდებულებზე მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების პროცესი 2016 წლიდან მიმდინარეობს და ინიციატივის ფარგლებში, აღნიშნული სტატუსი უკვე 66 მეწარმე სუბიექტი სარგებლობს. შემოსავლების სამსახურში გამართულ ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე პაატა კილაძე, ასევე სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის წარმომადგენლები. მემორანდუმი ძალაში შედის მხარეების მიერ, მისი ხელმოწერის თარიღიდან.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)