|
2022-11-24 13:12:38, 853 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - საქართველოს ინტერესები პარტიულზე წინ უნდა დავაყენოთ, სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ შევძელით
შეთანხმება ნიშნავს,რომ პარტიები შეძლებენ დააყენონ წინ საქართველოს ინტერესები პარტიულ ინტერესებზე, სამწუხაროდ ეს ჩვენ ვერ შევძელით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მართმსაჯულების რეფორმის შესახებ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანას არ გააჩნია ძლიერი ინსტიტუტები, არც მათი პატივისცემა და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება. "ნათელი არის, რომ მართლმსაჯულება და მისი რეფორმა არის მთავარი და მთავარია რატომ? იმიტომ რომ ეს არის გზა იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ გამოვიდეთ საბჭოთა სისტემიდან. მოსმენების აუცილებლობის ან არა აუცილებლობის დადგენა, სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ცოტა დამაკლდა თქვენი მხარდაჭერა, როცა ამ ძალიან არაევროპულ კანონზე დავდე ვეტო. შეგეძლოთ, ერთმანეთთან შეთანხმება და კონსენსუსიც მიღწევა. ეს კონსენსუსის მიღწევა არის მთავარი დეპოლარიზაციის ნიშანი, რის გარეშეც ყველაფერი იქნება ფუჭი, რადგან ვერაფერზე შევთანხმდებით და ეს შეთანხმება ნიშნავს,რომ პარტიები შეძლებენ დააყენონ წინ საქართველოს ინტერესები პარტიულ ინტერესებზე, სამწუხაროდ ეს ჩვენ ვერ შევძელით და ეს არის ის, რაც გვაფერხებს. ჩვენ არ გაგვაჩნია ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება",- განაცხადა პრეზიდენტა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)