|
2022-11-23 21:37:16, 1302 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ კეთდება დამაბნეველი განცხადებები, უკრაინული კანონის განხილვაზე უარი არავის უთქვამს
სამწუხაროა, რომ კეთდება დამაბნეველი განცხადებები, უკრაინული კანონის განხილვაზე უარი არავის უთქვამს. - ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, პარლამენტარმა შალვა პაპუაშვილმა დეოლიგარქიზაციის კანონზე განაცხადა. მისივე თქმით, ფაქტია, რომ უკრაინული კანონის განხილვაზე ოფიციალურად უარი არავის უთქვამს, მათ შორის არც ევროკავშირის წარმომდგენლობისგან ასეთი ინფორმაცია არ ჰქონიათ. "სამწუხაროდ, გუშინ აშშ-ის ელჩის დამაბნეველმა განცხადებამ რადიკალურ ოპოზიციაში ყიჟინა გამოიწვია. სამწუხაროა, რომ ასეთ საგნობრივ საკითხებთან დაკავშირებით კეთდება დამაბნეველი განცხადებები. ვნახეთ პასუხი ევროსაბჭოდან, რომ კვლავ მიმდინარეობს განხილვა ამ პროექტის. გარდა ამისა, ჩემმა კაბინეტმაც გუშინ წერილობით მიმართა ვენეციის კომისიას, რათა გავიგოთ, რა არის ამ პროექტის სტატუსი და ველოდებით ოფიციალურ პასუხსაც. ფაქტია, რომ უკრაინული კანონის განხილვაზე ოფიციალურად უარი არავის უთქვამს, მათ შორის არც ევროკავშირის წარმომდგენლობისგან ასეთი ინფორმაცია არ გვქონია". - ნათქვამია განცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)