|
2022-11-22 20:31:10, 858 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი კრამერზე - სულ არ უნდოდა სერგო თეთრაძეს, რომ უსასტიკესად ეწამებინათ, ნუთუ არ იცის კრამერმა, რომ ასეთი ასობით შემთხვევა იყო
დემოკრატიის უკუსვლა ბევრი ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული. გარკვეული ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ისეთ პროცესები ვითარდებოდეს ქვეყანაში, რომ ადამიანის უფლებები იყოს ფეხქვეშ გათელილი და კონკრეტულ თემაზე იყოს მინიშნება და მაგალით იყოს მოყვანილი.- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, კრამერის პოზიცია ცნობილია და ის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია. აქედან გამომდინარე, მისი მხრიდან გაჟღერებული პოზიცია სუბიექტურია. ,,კრამერს რაც შეეხება, მისი პოზიცია ვიცით. კრამერი არის ერთ-ერთი ამერიკული გვარით ადამიანი, რომელიც არის წევრი რადიკალური ოპოზიციის, თუ ლიდერი არა. აქედან გამომდინარე, შეკითხვას, როდესაც სწორად სვამენ, მე საკრიტიკო არაფერი მაქვს, რომ კრამერი აი, ასე ამბობს და რას იტყვის სიტყვაზე კობახიძე, ან ვოლსკი, ან მდინარაძე. იმას ვაქცევთ ყურადღებას რეალურობასთან რამდენად არის შესაბამისი და შეფასებები, რომელიც კრამერმა გააჟღერა, ამას ყურადღებას აღარ ვაქცევთ. ე.ი. გამოდის, რომ რადგან კრამერმა თქვა, ჩვენ თავი უნდა დავხაროთ და ვთქვათ, რომ კი დემოკრატიის უკუსვლაა. აგერ ვიღაცას ეწერა დღეს, ვკითხულობდი. სულ არ უნდოდა იმ კონკრეტულ ადამიანს, სერგო თეთრაძეზე იყო საუბარი, რომ შეეყვანათ და დავალების მიხედვით ემოქმედა სადამსჯელო რაღაცა ჯგუფს. კონკრეტული გვარები ვიცით. უსასტიკესად ეწამებინათ და წამებაში მოეკლათ ადამიანი. ეს ერთი შემთხვევა ხო არ არის , ნუთუ არ იცის კრამერმა, რომ ასეთი ასობით შემთხვევა იყო. საიდან დავიხიეთ უკან? მანდ ჩამოვედით ისევ, თუ მაგ მდგომარეობიდან დავიხიეთ უკან". - ნათქვამია განცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)