|
2022-11-22 19:51:47, 926 ნახვა
პოლიტიკა
ცისკარიშვილი - ვანო მერაბიშვილი ლევან ხაბეიშვილს მხარს უჭერს
ვანო მერაბიშვილს რომ ქართულ პოლიტიკაში ინტერესი არ აქვს, ამას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ. ის საერთაშორისო პროექტებშია ჩართული. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა TV პირველთან განაცხადა. მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილი ლევან ხაბეიშვილს მხარს უჭერს. ქართულ პოლიტიკასთან რომ მას ინტერესი არ აქვს, ამას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ. ის ჩართულია საერთაშორისო პროექტებში, პროექტში ,,Free Russia", სადაც რუსი, ბელორუსი ოპოზიციონერები არიან გაერთიანებული. მაგრამ ის, რომ ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს, როგორც ამ პროცესში ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ამომრჩეველი, ამას გიდასტურებთ. უფრო მეტსაც გეტყვით, თუ ვინმეზე ხმა მიუწვდება პარტიაში, სხვა ამომრჩევლებზე, ალბათ, იმათაც ყველას სთხოვს. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საკუთარი კანდიდატურა 16 ნოემბერს წარადგინა. ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)