|
2022-11-22 19:49:39, 930 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი დევიდ კრამერის განცხადებაზე - ეს არის პირდაპირი თავდასხმა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე
ეს არის პირდაპირი თავდასხმა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის დევიდ კრამერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც დასანქცირება ბიძინა ივანიშვილით უნდა დაიწყოს და სანქციები უნდა დაუწესდეს მათაც, ვინც ივანიშვილის ბრძანებებს ასრულებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ დავაკვირდებით ქართულ რეალობაში როგორ წარმოიშვა ტერმინი „ოლიგარქია“, მივხვდებით, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ მიმართული იყო იქით, რომ განხორციელებულიყო თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე. კითხვაზე, ვისი ინტერესები შეიძლება იდგეს საქართველოს ხელისუფლების დასუსტების მცდელობის უკან, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის და მათი მხარდამჭერების ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ. „ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკა, რომელსაც ახლაც ვხედავთ, რომ ფაქტობრივად ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათ მხარდამჭერებს ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, საქართველოს ევროპული მომავალი მძევლად ჰყავთ აყვანილი და ცდილობენ, მძევლად აყვანის სანაცვლოდ გამოივაჭრონ საქართველოს ხელისუფლების დასუსტება. იქნება ოლიგარქია, სახელმწიფოს მიტაცება, თუ სხვა ტერმინები, ამ ჯგუფებმა შემოიტანეს საქართველოში, რათა მოეხდინათ ქვეყნის დისკრედიტაცია და არადემოკრატიული გზით ხელისუფლების ცვლილებაზე გავლენა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)