|
2022-11-22 13:23:58, 718 ნახვა
პოლიტიკა
დავით კირკიტაძე - ნიკა მელიას უკვე ჩვევაში გადაუვიდა მინიშნებებით საუბარი
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან კირკიტაძე, რომელიც თავმჯდომარეობის არჩევნებში მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს, ამბობს, რომ ნიკა მელიას მინიშნებებით საუბარი ჩვევაში გადაუვიდა. დავით კირკიტაძემ აღნიშნული კომენტარი იმ ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც ენმ-ს არჩევნებში დასახელებული კანდიდატების უკან დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი დგანან. "ნიკა მელიას უკვე ჩვევაში გადაუვიდა მინიშნებებით საუბარი. მე რა ვიცი ის ვის გულისხმობს. არაერთხელ მითქვამს, რომ [კეზერაშვილთან და მერაბიშვილთან] მაკავშირებს მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ ბოლო ერთი კვირაა არც ერთი არ მინახავს",- განაცხადა კირკიტაძემ. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავდა გიორგი ჩალაძეც, თუმცა მისი კანდიდატურა წარდგენიდან მალევე მოხსნა. ნიკა მელიას თქმით, კანდიდატების რაოდენობა კიდევ შემცირდება და საბოლოოდ, მხოლოდ ხაბეიშვილთან "იპაექრებს".
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)