|
2022-11-21 17:05:22, 832 ნახვა
პოლიტიკა
მთავარი შრომის ინსპექტორი და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე ბიზნესის წარმომადგენლების ფართო წრეს შეხვდნენ
მთავარი შრომის ინსპექტორი, ბექა ფერაძე და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მიქაია ბიზნესის წარმომადგენლების ფართო წრეს შეხვდნენ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, ასევე განხილულ იქნა კანონმდებლობის აღსრულების პროცესი და ინსპექტირებისას გამოვლენილი დარღვევები. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა 2 ახალი ტექნიკური რეგლამენტი,რომელიც გულისხმობს სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალურ მოთხოვნებსა და ნიშნების განთავსების წესს. ახალი რეგულაციები ძალაში 1 იანვრიდან შევა, შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ სიახლეებს ბიზნეს სექტორი მომზადებული შეხვდეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში არსებული სხვადასხვა სექტორული და არასექტორული ბიზნეს ასოციაციების, სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და ფედერაციების, მათ შორის, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, ევროპული ბიზნეს ასოციაციის, ფერმერთა ასოციაციის, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის, რითეილ ასოციაციის, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის, ტურიზმის ასოციაციის და სხვა ასოციაციების წარმომადგენლები.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)