|
2022-11-20 15:32:31, 1518 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ივანიშვილს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აინტერესებს, მაგრამ საკუთარი მდგომარეობა მაინც უნდა აინტერესებდეს
მიხეილ სააკაშვილთან, როგორც პოლიტპატიმართან მიმართებაში, ბიძინა ივანიშვილმა გადაკვეთა რუბიკონი დიდი ხანია, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც მელიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე აღნიშნა, თუ ივანიშვილი სააკაშვილთან, როგორც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანთან მიმართებაშიც გადალახავს რუბიკონს, "ძველებურად ვეღარაფერი იქნება". "მიხეილ სააკაშვილთან, როგორც პოლიტპატიმართან მიმართებაში, ბიძინა ივანიშვილმა გადაკვეთა რუბიკონი დიდი ხანია. ის არაადამიანური მოპყრობა, რომელიც ხორციელდება მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ, ამის შედეგია. დღეს თუ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილი, მისი მართული სასამართლო რუბიკონს გადალახავს როგორც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანის წინააღმდეგ, ძველებურად ვერაფერი ვერ გაგრძელდება... სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სიცოცხლე და ტყვეობა ბიძინა ივანიშვილს რომ არ აინტერესებს, ეს დიდი ხანია ვიცით, მაგრამ ივანიშვილს საკუთარი მდგომარეობა მაინც უნდა აინტერესებდეს. დანარჩენი დამოკიდებულია ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო საზოგადოებაზე, "ნაციონალურ მოძრაობაზე", - უთხრა მელიამ "მთავარ არხს". ცნობისთვის, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანისა და გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება. პრეზიდენტის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა გუშინ, 19 ნოემბერს განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია, სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება". ადვოკატის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას დღეს სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. უწყებამ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ "მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია".
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)