|
2022-11-20 12:14:17, 1095 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ომის პარტიის ინტერესი აისახება EPP-ის რეზოლუციაში, ხოლო მეორე მხარეს არიან ევროპელი პოლიტიკოსები, რომელთა განცხადებებიც ობიექტურია
„გლობალური ომის პარტია საკმაოდ ძლიერია თავისი გავლენებით. მაგრამ არიან სხვა პოლიტიკოსები და სტრუქტურები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ომის პარტიას. შესაბამისად, მათი განცხადებებიც და გადაწყვეტილებებიც არის ობიექტური“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. შეკითხვაზე, რატომ არის მკვეთრი აცდენა ევროკომისრის გზავნილებსა და ევროპარლამენტართა პოლიტიკურ ჯგუფების წარმომადგენლებს შორის, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არსებობს ორი განსხვავებული ინტერესი. „არის გლობალური ომის პარტია და არიან სხვა პოლიტიკოსები. გლობალური ომის პარტია საკმაოდ ძლიერია თავისი გავლენებით. ვინ არიან ესენი, როგორ არიან და ა.შ. ამაზე არ დავკონკრეტდები, მაგრამ თავისი გავლენები აქვთ. მაგრამ არიან სხვა პოლიტიკოსები და სტრუქტურები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ომის პარტიას. აქედან გამომდინარე, არსებობს ორი განსხვავებული ინტერესი. ერთი ინტერესი - ომის პარტიის ინტერესი აისახება EPP-ის რეზოლუციაში, აისახა სამწუხაროდ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საგარეო კომიტეტის რეზოლუციაშიც. მეორე მხარეს არიან ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებსაც არ აქვთ ეს ინტერესი და შესაბამისად, მათი განცხადებებიც და გადაწყვეტილებებიც არის, რა თქმა უნდა ობიექტური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)