|
2022-11-18 17:53:48, 1237 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - სტატუსზე გაცილებით მნიშვნელოვანია ქვეყნის გაერთიანება, რომლის 20%-ის ოკუპაციაც ოპოზიციის ბრალია
სტატუსი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, რომელზეც ოპოზიცია არ საუბრობს და რომელთა ბრალია ჩვენი ქვეყნის 20 %-ის ოკუპაცია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა დეპუტატებს დასკვნითი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, ოპოზიციამ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, "უგუნური პოლიტიკით" ვერ დაიცვა საქართველო, რამაც განაპირობა ქვეყნის ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია და რუსეთის მხრიდან ამ ტერიტორიების ე.წ აღიარება. „ძალიან მოკლედ, კიდევ ერთხელ, მინდა ჩემი განმარტება გავაკეთო სტატუსის მნიშვნელობის თაობაზე და ასევე, ვისაუბრო ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივაზე. ამას გარდა, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს, რომ წარმოაჩინოს საზოგადოებისთვის სიტუაცია იმგვარად, თითქოს სხვა საკითხი, სხვა დღის წესრიგი ჩვენ არ გაგვაჩნია. სტატუსი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, რომელზეც ეს ადამიანები არ საუბრობენ და რომელთა ბრალია, პირდაპირ უნდა ითქვას, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია. მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია. მათ ვერ დაიცვეს ჩვენი ქვეყანა, რამაც განაპირობა დროებითი ოკუპაცია და ჩვენი ტერიტორიების ე.წ აღიარება რუსეთის მხრიდან",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)