|
2022-11-18 14:40:10, 1446 ნახვა
პოლიტიკა
ინჯია - ეს არის დადგმული, რომ პასუხისმგებლობა ავკიდოთ ბატონ პრემიერს და რაღაცა გამოვძებნოთ, ვითომ ცუდს აკეთებს
"რაც დღეს აქ ხდება, ეს სახელმწიფოს დღეს არ სჭირდება, ეს არის დადგმული იმისთვის, რომ რაღაცნაირად პასუხისმგებლობა ავკიდოთ მმართველ ხელისუფლებას, - ასე აფასებს „ევროპული სოციალისტების" დეპუტატი, ფრიდონ ინჯია პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერის მოსმენას. .ინჯია მოუწოდებს ირაკლი ღარიბაშვილს, რომ გააგრძელოს "ეკონომიკური წინსვლა, ვინაიდან ეს ყველაფრის მაჩვენებელია". "რაც დღეს აქ ხდება, ეს სახელმწიფოს დღეს არ სჭირდება, ეს არის დადგმული იმისთვის, რომ რაღაცნაირად პასუხისმგებლობა ავკიდოთ მმართველ ხელისუფლებას და პირადად თქვენ, ბატონო პრემიერო და რაღაცა გამოვძებნოთ, რომ თქვენ ცუდს აკეთებთ. ეს ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება. რა გვინდა ჩვენ? თქვენ 2600 კითხვას უპასუხეთ, შეიტანეთ განაცხადი, მერე პერსპექტივა, მერე სტატუსი, მერე გამოსწორების დრო და იქნება ესე. ახლა წარმოიდგინე, ახლა რომელიმე იმ 7 თუ 8 ქვეყნიდან, რომლებიც კანდიდატები არიან და ასე მითითებას გააგზავნიან ევროკავშირში და დაიბარებენ ერდოღანს პარლამენტში და ექნებათ კითხვა პასუხი იქ- "რატომ ამას არ აკეთებ, რატომ იმას არ აკეთებ? რატომ არ ათავისუფლებ ვიღაც დამნაშავედ?" - იქნება ასეთი? არა. მაგრამ რაც გვაქვს ახლა ჩვენ და რასაც ახლა მიაღწიეთ, ამ წელების განმავლობაში, ეს ეკონომიკური წინსვლა, ყველაფრის მაჩვენებელია, თქვენ ასე გააგრძელეთ",- განაცხადა ინჯიამ. ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. პრემიერ-მინისტრი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს. შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)