|
2022-11-18 08:58:33, 942 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც სამშობლოსათვის თანხას გაიღებს, არის ოლიგარქი? ეს ჩავწეროთ?
ოლიგარქი შეიძლება იყოს საქართველოში სხვა კრიტერიუმებიდან გამომდინარე და უკრაინაში სხვა კრიტერიუმებიდან გამომდინარე? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა, რითაც გამოეხმაურა განცხადებებს, რომ საქართველომ ქართულ რეალობაზე მორგებული დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა მიიღოს. მისივე თქმით, ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც თავისი სამშობლოსათვის მატერიალურ თანხას გაიღებს, ოლიგარქი ვერ იქნება. „ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც თავისი სამშობლოსათვის მატერიალურ თანხას გაიღებს და აშენებს ეკლესიას, აშენებს პარკს, მოამრავლებს ცხოველების და ფრინველების გადაშენებულ ჯიშებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ინახავს, რეაბილიტაციას უკეთებს, თეატრებს აშენებს - ეს არის ოლიგარქი? ჩავწეროთ მაშინ ეს, ნორმალურია ეს მსჯელობა? მაშინ მოერგება კი ბატონო და დაწყნარდებიან ეს ადამიანები. სხვა კრიტერიუმებით არ ერგება და არ ხდება იდენტიფიცირება კანონის, რომელიც უკრაინაში მიჩნეულ იქნა კარგად“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)