|
2022-11-17 23:21:58, 1237 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილის მამა - 20 ნოემბერს კანცელარიასთან მოდით, მიშას გვერდით დავუდგეთ
20 ნოემბერს კანცელარიასთან მოდით ერთმანეთს და მიშას გვერდით დავუდგეთ. - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, კაცი, რომელმაც შექმნა თანამედროვე სახელმწიფოებრიობა გადასარჩენია და ამ კაცს არ უნდა წაართვან სიცოცხლის უფლება. " ქართველებო და არაქართველებო, ქვეყნის განვითარების და აყვავების, ევროირიენტაციის მომხრეებო, უბრალოთ საზოგადოების რიგითო წევრებო, მედიკოსებო, განსაკუთრებით ახალგაზრდებო. მოგმართავთ, პირველ რიგში, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტი. საქმე ეხება ადამიანს, ქვეყნის პრეზიდენტს რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში არის აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდებებით პატიმარი. კაცი ციხის პირობებში დაავადდა უმძიმესი სენებით და დღეს უკვე იბრძვის სიცოცხლის უფლებისათვის. კაცი, რომელმაც შექმნა თანამედროვე სახელმწიფოებრიობა, საქართველო გაიყვანა მსოფლიოს დიდი პოლიტიკის ასპარეზზე და გახადა ანგარიშგასაწევ ძალად. ადამიანებს საქმით დაანახა და გაუღვივა ქვეყნის წინსვლის იმედი ეს კაცია გადასარჩენი და ამ კაცს არ უნდა წაართვან სიცოცხლის უფლება ?! დავდგეთ ერთად და მივაწვდინოთ ხალხის ხმა ამ ხელისუფლებას. სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს უფლებას ვიყო ფიზიკურად აქტიურად ჩართული მიშას სიცოცხლის გადარჩენის პროცესში. დაუდგეთ ერთმანეთს და მიშას გვერდით, არ დავუშვათ, რომ საქართველო გადაიქცეს ქვეყნის პრეზიდენტების სასაკლაოდ. მიშას სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანა. დავრწმუნდით რომ აქ ამის უნარი ნებით თუ უნებლიეთ არ გააჩნიათ-სამწუხაროდ თხოვნაა - 20 რიცხვში 14 სთ-ზე მობრძანდით მთავრობის კანცელარიასთან". - ნათქვამია განცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)