|
2022-11-17 13:18:27, 784 ნახვა
პოლიტიკა
დავითულიანი - გვეუბნებიან, რომ რაღაცაში უკუსვლა გვაქვს, მაგრამ რაში?
როცა გეუბნებიან, რომ რაღაცაში უკუსვლა გაქვს - რაში? - უნდა გვითხრან, - ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა. დავითულიანი აცხადებს, რომ სენატორისგან განმარტებები არ მოუსმენია. "როცა გეუბნებიან, რომ რაღაცაში უკუსვლა გაქვს - რაში? - უნდა გვითხრან. ეს არ მომისმენია ამ კონკრეტულ შემთხვევაში... თუ ამას განგვიმარტავენ, რასთან შედარებით არის უკუსვლა, თუ იმასთან შედარებით, როდესაც ნახევარი ქვეყანა ციხეში იჯდა და წამების მსხვერპლი იყო თუ იმასთან შედარებით, რაც შარშანწინ ხდებოდა. იქნებ, ეს მოვისმინოთ", - უთხრა ჟურნალისტებს დავითულიანმა. ცნობისთვის, სენატორმა, ჯინ შაჰინმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება სენატის საგარეო კომიტეტის მოსმენაზე გააკეთა. შაჰინმა აღნიშნა, რომ "მგონი უნდა ვიფიქროთ, ხომ არ არის დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით".
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)