|
2022-11-17 11:39:06, 863 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადება და ქცევა შემაშფოთებელია
ჩვენ გამოვთქვით ძლიერი შეშფოთება ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადებისა და ქცევის შესახებ, რასაც ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსისგან ვხედავთ, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდმა განაცხადა. როგორც დონფრიდმა სენატის საგარეო კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე აღნიშნა, შეერთებული შტატები არ მიიჩნევს, რომ ქართველი პოლიტიკოსების შემაშფოთებელი განცხადებები ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრს გამოხატავს. "ვფიქრობ, პოლიტიკის შეფასება ყოველთვის კარგია. ასე რომ, ღია ვართ თქვენთან დეტალური საუბრის გასამართად. თქვენც იცით მიზეზები, თუ რატომ გვსურს ამ კურსის შენარჩუნება. ჩვენ გამოვთქვით ძლიერი შეშფოთება ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადებისა და ქცევის შესახებ, რასაც ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსისგან ვხედავთ. როგორც აღვნიშნე, არ ვფიქრობ, რომ ეს ქართველი ხალხის უმრავლესობას წარმოაჩენს", - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ. აღსანიშნავია, რომ ამავე მოსმენაზე სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ "საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა".
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)