|
2022-11-17 11:36:32, 784 ნახვა
პოლიტიკა
DRI - კორუფციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილები 12 პუნქტიანი გეგმის მოთხოვნებს არ პასუხობს
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, საპარლამენტო ფრაქციებსა და პოლიტიკური ჯგუფებს ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მოსაზრებები წარუდგინა. როგორც ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ, კორუფციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილები არ პასუხობს 12 პუნქტიანი გეგმის მოთხოვნებს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, უკვე არსებული ანტიკორუფციული საბჭოს მსგავსი ფუნქციებით აღჭურვილი ახალი ორგანოს შექმნა გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის არარაციონალურ ხარჯვას. "სამწუხაროდ, საკანონმდებლო ინიციატივა ფორმალურადაც არ ეხება თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების საკითხს, მამხილებელთა დაცვას, პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო კამპანიის ფინანსების მონიტორინგისთვის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებას, კორუფციასთან ბრძოლაზე პასუხისმგებელი სპეციალიზებული საგამოძიებო, სისხლის სამართლებრივი ან სასამართლო ორგანოს შექმნას და მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის საპირისპიროდ, რომელიც თავს მოუყრიდა ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას ან/და იქნებოდა კორუფციასთან ბრძოლაზე პასუხისმგებელი სპეციალიზებული საგამოძიებო ინსტიტუტი, ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი გვთავაზობს სრულიად უფუნქციო ახალი ორგანოს - ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას, რომელიც იმეორებს უკვე არსებული უწყებათაშორისო ანტიკორუფციული საბჭოს ფუნქციებს და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრით შემოიფარგლება",- წერია ანგარიშში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)