|
2022-11-16 23:23:13, 934 ნახვა
პოლიტიკა
დუდა - აფეთქების ადგილზე უკრაინის დასაშვებად და გამოძიებაში ჩასართავად ნებართვა აშშ-მა და პოლონეთმა ერთობლივად უნდა გასცენ
აფეთქების ადგილზე უკრაინის დასაშვებად და გამოძიებაში ჩასართავად ნებართვა აშშ-მა და პოლონეთმა ერთობლივად უნდა გასცენ. - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. მისივწ თქმით, ვარშავამ და ვაშინგტონმა გამოძიება გააერთიანეს, და გადაწყვეტილების მიღება ცალმხრივად არ ხდება. „გუშინ, საღამოს ჩვენ აშშ-სთან გავაერთიანეთ გამოძიება. რაც, ჩვენი გაგებით ნიშნავს გამოძიების მოკავშირეთა გზაზე გადაყვანას. ეს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შემოგვთავაზა. ასე რომ, ახლა ეს არის საერთო პროცესი, რომელსაც ატარებენ პოლონელი და ამერიკელი ექსპერტები და თუ ვინმეს ამ პროცესში მონაწილეობის მიღების ნება უნდა დავრთოთ პროცესებში, ამას სულ მცირე ორივე მხარის თანხმობა დასჭირდება“. - ნათქვმია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას. პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)