|
2022-11-16 20:29:49, 843 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ხაბეიშვილი და „ნაცმოძრაობა“ ფერი ფერს და მადლი ღმერთსო, მგონი, მათი ოლიგარქები მაგრად აშაყირებენ თავიანთ პარტიას
ხაბეიშვილი და „ნაცმოძრაობა“ ფერი ფერს და მადლი ღმერთსო, მგონი, მათი ოლიგარქები მაგრად აშაყირებენ თავიანთ პარტიას. - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პარტიის წარმომადგენლებს ფორმალურ ხელმძღვანელობაზე მოუწევთ კონკურენციის გაწევა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ხელმძღვანელი არც მელია ყოფილა და არც სხვა იქნება. „როგორი სასაცილო ორგანიზაცია და პარტიაა „ნაცმოძრაობა“, ასეთივე ლიდერებს მოუწევთ მის ფორმალურ ხელმძღვანელობაზე კონკურენციის გაწევა. რეალური ხელმძღვანელი არც მელია ყოფილა და არც სხვა იქნება, ვისაც აირჩევენ. მიმდინარეობს გავლენების განაწილება, ნაძარცვი თანხების განკარგვის უფლების განაწილება, ეს არის მათი შიდა ბრძოლის საფუძველი. მგონი, მათი ოლიგარქები მაგრად აშაყირებენ თავიანთ პარტიას, უკვე ერთობიან, ისეთებს ასახელებენ თავმჯდომარეობის კანდიდატად“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს, მათ შოეის დღეს საკუთარი კანდიდატურა დაასახელა ლევან ხაბეიშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)