|
2022-11-16 19:31:22, 787 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანეთმა უსაფრთხოების გამო, 2022 წელს 100-ზე მეტ რუს დიპლომატს ვიზაზე უარი განუცხადა
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ, უსაფრთხოების მიზეზების გამო, 2022 წელს 100-ზე მეტ რუსი დიპლომატისთვის ვიზის გაცემაზე უარი განაცხადა. - ამის შესახებ ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, კენ მაკკალუმმა განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარე წელს ევროპულმა ქვეყნებმა გააძევეს რუსეთის ხელისუფლების 600-მდე წარმომადგენელი. "დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ, უსაფრთხოების მიზეზების გამო, 2022 წელს 100-ზე მეტ რუსი დიპლომატისთვის ვიზის გაცემაზე უარი განაცხადა, წელს ევროპულმა ქვეყნებმა გააძევეს რუსეთის ხელისუფლების 600-მდე წარმომადგენელი, რომელთაგან უმეტესობა, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურებში მუშაობდა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას. პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)