|
2022-11-16 17:28:44, 821 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი ხაბეიშვილზე - არაფერი გაუკეთებია ცხოვრებაში გარდა იმისა, რომ ცნობილი პოლიტიკური ტაკიმასხარაა
როგოც ჩანს, მრავალდღიანი ყოყმანის შემდეგ, ცნობილმა პოლიტიკურმა მასხარამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიიღოს „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა. ამილახვარის თქმით, ხაბეიშვილის არჩევის შემთხვევაში, ეს იქნება დიაგნოზი თუ რამდენად გამოცლილია „ნაცმოძრაობა“ როგორც პოლიტიკური, ისე ინტელექტუალური რესურსით. „როგოც ჩანს, მრავალდღიანი ყოყმანის შემდეგ, ცნობილმა პოლიტიკურმა მასხარამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიღოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა. ხაბეიშვილის არჩევის შემთხვევაში და ვფიქრობთ, რომ დიდი ალბათობით ეს ასეც მოხდება, ეს არის პირდაპირ დიაგნოზი ნაციონალური მოძრაობის, თუ რამდენად გამოცლილია „ნაცმოძრაობა“ როგორც პოლიტიკური, ისე ინტელექტუალური რესურსებით და საზოგადოებას თავისი თავმჯდომარის პოსტზე სთავაზობს იმ ადამიანს, რომელსაც არაფერი გაუკეთებია თავის ცხოვრებაში გარდა იმისა, რომ არის ცნობილი პოლიტიკური ტაკიმასხარა“ - განაცხადა გიორგი ამილახვარმა. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა უკვე წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)