|
2022-11-16 15:34:17, 814 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ბულგარეთში გაემგზავრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM) მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მინისტერიალის პარალელურად დაგეგმილია შეხვედრები უცხოელ კოლეგებთანაც. ჯუანშერ ბურჭულაძე ბულგარეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდება და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. მათივე ცნობით, 2021 წლიდან სამდივნოს თავმჯდომარე ქვეყანა ბულგარეთია და წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მინისტერიალს სოფია მასპინძლობს. თავდაცვის მინისტრები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ. შეხვედრის შემდეგ მონაწილეები ერთობლივ განცხადებასაც გაავრცელებენ. "სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე, რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. საქართველოს გარდა, მინისტერიალის წევრები არიან: ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, ჩრდილოეთ მაკედონია, საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა, აშშ, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი და მონტენეგრო. დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს მოლდოვა. საქართველომ მინისტერიალის დამკვირვებლის სტატუსი 2006 წელს მიიღო, 2013 წელს კი ორგანიზაციას გაწევრიანების თხოვნით მიმართა. საქართველო SEDM-ის წევრი ქვეყანა 2015 წლის 10 სექტემბერს გახდა. 2017 წელს საქართველომ პირველად უმასპინძლა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)