|
2022-11-16 15:17:35, 741 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე დეოლიგარქიზაციის კანონზე - უკრაინულ კანონთან რა იყო გამომწვევი მიზეზი, რომ ჯერ პასუხი არ არის, ამაზე გავივლით კონსულტაციას
დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონთან დაკავშირებით ჯერ გავივლით კონსულტაციას, რატომ არ არის ვენეციის კომისიის დასკვნა და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, აქვს თუ არა აზრი გაგზავნას - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ვენეციის კომისიას, მიუხედავად იმისა, რომ მიმართა უკრაინულმა მხარემ, ჯერ პასუხი არ გაუცია და არანაირი სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია. „თვეებით ადრე გაგზავნილ ზუსტად ერთი ერთში გადათარგმნილ ასლს პასუხი თუ არ აქვს და დასკვნა არ არის, მეორედ გადაწერონ ქართველებმა, გერმანელებმა, სომხებმა, აზერბაიჯანელებმა, ფრანგებმა და თვეში ერთხელ აგზავნონ, აზრი არ აქვს. უკრაინულ კანონთან დაკავშირებით რა იყო გამომწვევი მიზეზი, რომ ჯერ პასუხი არ არის, ამაზე გავივლით კონსულტაციას, მათ შორის ვენეციის კომისიასთან, პარტნიორებთან, მათ შორის ევროკომისართანაც და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. „ერთადერთი ფრაზა, რაც შეიძლება განსხვავებული ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ასლია გადათარგმნილი, არის, რომ საბჭო, რომელიც მითითებულია უკრაინულ კანონში, საქართველოში არ არსებობს. შესაბამისად, უნდა დაგვეწერა, ვინ უნდა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. რადგან უკრაინულ კანონში მითითებული საბჭო არის აღმასრულებელი რგოლი, ამ შემთხვევაში მივიჩნიეთ, რომ პარლამენტი არაფერ შუაშია და ბოლომდე, ამ ერთი ფრაზითაც რომ მოხდეს უკრაინულ კანონთან დამთხვევა, უნდა იყოს აღმასრულებელი რგოლი. აქედან გამომდინარე, ამით კიდევ უფრო რელევანტური გახდა უკრაინულ კანონთან მიმართებით ქართული კანონი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)