|
2022-11-16 13:20:55, 884 ნახვა
პოლიტიკა
ოქრიაშვილი - გამოგორდა კალაძე და ჭკუას ასწავლის ოპოზიციას, თან დამცინავად რადიკალურსაც არქმევს
გამოგორდა კალაძე და ჭკუას ასწავლის საზოგადოებას და ოპოზიციას, თან დამცინავად რადიკალურ ოპოზიციასაც არქმევს,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, კახა ოქრიაშვილმა თბილისის მერის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, კახა კალაძე არაფერს ამბობს, როცა რუსეთის მოქალაქე მარჯანიშვილის მოედანზე იგინება და არაფერს ამბობს, როცა ქართველ ჟურნალისტს მანქანით ეჯახებიან. "გამოგორდა კალაძე და ჭკუას ასწავლის საზოგადოებას და ოპოზიციას, თან დამცინავად რადიკალურ ოპოზიციასაც არქმევს. ეს ის კალაძეა, რომელმაც 20 წუთში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი ავტოგოლი შეუგდო, რომლის ხელმძღვანელობით, მერია კორუფციაში იხრჩობა და შედეგად, ვაკის პარკში მოზარდი გარდაიცვალა. ეს ის კალაძეა, რომელსაც არანაირი განათლება და კომპეტენცია არ გააჩნია. მე არ ვარ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და მისი მმართველობის დროს, ბევრი რამ მომწონდა (ეკონომიკა) და ბევრსაც ვერ ვეგუებოდი (უსამართლობა), მაგრამ ამ რუსს, რომელიც მარჯანიშვილზე გვაგინებდა, დარწმუნებული ვარ, პირადად აგებინებდა პასუხს. კახი, მოგიწევს პასუხების გაცემა კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით - ვერ გაექცევი პასუხისმგებლობას!", ამბობს ოქრიაშვილი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)