|
2022-11-15 21:13:06, 1285 ნახვა
პოლიტიკა
ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომა ქედაში" და ,,ქედის ღვინის ფესტივალი" გაიმართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქედის მუნიციპალიტეტში გამართულ შემოდგომის სახალხო დღესასწაულ ქედელობას დაესწრო, ქედის მაცხოვრებლებს სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა საწარმოების, ფერმერებისა და ქედის ღვინის მარნების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ქედის ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს ტრადიციული ფოლკლორული შოუს ნახვის, ეთნოგრაფიული კუთხეების, ხელნაკეთი ნივთების დათვალიერების და ადგილობრივი ნაწარმის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ საპატიო ქედელები, დამსახურებული მოღვაწეები და საუკეთესო მეღვინეები. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში დავით შავლიძის ვენახში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაზა შავაძესთან ერთად, ჩხავერის რთველში მიიღო მონაწილეობა. მევენახე ფერმერმა ჩხავერის ჯიში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ნერგებით, ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის" პროგარმის ფარგლებში, 2000 კვ.მ. ფართობზე გააშენა. აჭარაში ვენახის საერთო ფართობი 180 ჰექტარს შეადგენს, მათ შორის ქედის მუნიციპალიტეტში - 82 ჰექტარს, აქედან ჩხავერით დაკავებულია 20 ჰა ფართობი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)