|
2022-11-15 15:09:39, 983 ნახვა
პოლიტიკა
ოლივერ ვარჰეი - დეოლიგარქიზაციაზე ქვეყანას ვთხოვეთ ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს
ვიცი, რომ კრიტერიუმები ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი, არ ეხება არც ერთ კონკრეტულ ადამიანს და ვერც შეიძლება, ეხებოდეს, - ასე უპასუხა ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს და გვარამია-სააკაშვილის პატიმრობას შეეხებოდა. ევროკომისარის თქმით, აღნიშნული განცხადებები არ შეიძლება ეხებოდეს კონკრეტულ ადამიანებს. „მე ის ვიცი, რომ ძალიან მკაფიოდ არსებობს გაწერილი კრიტერიუმები. არცერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება და ვერც შეიძლება ეხებოდეს კრიტერიუმები. ეს არის ჩარჩო სისტემა, რაც შემოგთავაზეთ. საკანონმდებლო ჩარჩო იქნება თუ გარემო, რომელშიც ფუნქციონირებს მედია, რომელიც იძლევა იმის გარანტიას, რომ იქნება თავისუფლება ამ მიმართულებით, ხალხს ექნება წვდომა ინფორმაციაზე, მედიაზე, რომელიც აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას. იგივე ეხება კანონს ოლიგარქების შესახებ. ეს არ იქნება ჩვენი არჩევანი, ჩვენ არ ავარჩევთ, რომელია კარგი ოლიგარქი და რომელია ცუდი, რადგან იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიოდ იყოს განსაზღვრული. არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავისი თავის სასიკეთოდ ან სხვების სასიკეთოდ, რომელიც საბოლოო ჯამში, მისთვის სასიკეთო იქნება. ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს უკავშირდება კერძოდ რომელიმე ადამიანს და არც შეიძლება უკავშირდებოდეს. ამიტომ, როდესაც საუბარი კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ვთხოვეთ ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მთავრობას, რომ ვენეციის კომისიაზე გაიტანოს შესაფასებლად ეს კანონპროექტი და ვნახოთ, რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი იმ მიზნამდე, რომელის გაწერილია ამ პრიორიტეტებში“,- განაცხადა ვარჰეიმ. შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვია. როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, ეს არის პირველი მაღალი დონის ვიზიტი მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)