|
2022-11-15 11:36:21, 1096 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ოლივერ ვარჰეი ეწვია - ეს პირველი მაღალი დონის ვიზიტია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ევროპული პერსპექტივა მიიღო
საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისრის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში. გარდა ამისა, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) და ვენეციის კომისიის წარმომადგენლების შეხვედრები გაიმართება საქართველოს პარლამენტის წევრებთან და პრეზიდენტთან. როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, ეს არის პირველი მაღალი დონის ვიზიტი მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო. "დღეს ჩვენ გვაქვს გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეის ოფიციალური ვიზიტი. ეს არის პირველი ასეთი მაღალი დონის ვიზიტი მას შემდეგ, რაც საქართველომ ივლისში ევროპული პერსპექტივა მიიღო. არსებობს ვიზიტის ორი ძირითადი მიზეზი - პირველი არის 12 რეკომენდაციასთან და მის განხორციელებასთან დაკავშირებული განხილვა. მეორე კი, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ჩვენ პროექტებზე. ეს მნიშვნელოვანი პროექტებია, რომლის მიზანი საქართველოს ეკონომიკური განვითარებაა, ევროკავშირის მხარდაჭერით. ჩვენ ასევე შევხვდებით პრემიერს, პრეზიდენტს და პარლამენტის წევრებს.",- განცხადა ევროკავშირის ელჩმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)