|
2022-11-15 09:24:15, 1062 ნახვა
ეკონომიკა
დღეიდან „თიბისის“ მომხმარებლები Android-ისა და WearOS-ის მოწყობილობში Google Pay-ს გამოყენებას შეძლებენ
დღეიდან „თიბისი“ Google-ის გადახდების სისტემის გამოყენებას იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „თიბისის“ მომხმარებლებს საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ Google-ის მარტივი და უსაფრთხო უკონტაქტო გადახდებით Android-ისა და WearOS- ის მოწყობილობებზე. მომხმარებლებს „თიბისის“ ბარათების შენახვა Google Wallet-ში შეეძლებათ. Google Wallet ციფრული საფულეა, რომელზეც წვდომა საქართველოში დღეიდან შესაძლებელი იქნება ყველგან, სადაც უკონტაქტო გადახდებია. ბანკის ბარათების გარდა, Google Wallet-ში სამგზავრო და სხვადასხვა ღონისძიების ბილეთების შენახვაც შესაძლებელია. ბარათის დაცვის „თიბისის“ მიერ უზრუნველყოფილ მექანიზმებზე დამატებით, Google Pay უსაფრთხოების დამატებით შრეებს გვთავაზობს, რაც ამ სისტემით გადარიცხვას კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის. Google Wallet-ში შენახული ბარათით გადახდისას, ტრანზაქციები ვირტუალური ბარათის ნომრით ხორციელდება. თითოეულ მოწყობილობას უნიკალური ნომერი აქვს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოების დინამიურ კოდთან, რომელიც ყველა შემდგომი ტრანზაქციისაც იცვლება და ამით გადახდის პროცესის მეტი დაცულობა უზრუნველყოფილია. ასევე, ტელეფონის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, “Find my device” ფუნქციის საშუალებით შესაძლებელია მოწყობილების დაბლოკვა, პირადი ინფორმაციის დისტანციურად წაშლა, ან ახალი პაროლის დაყენება. „Google Pay 45-ზე მეტ ქვეყანაში უზრუნველყოფს სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო გადახდებს Android-ით ან Wear OS-ის მოწყობილობით. მომხმარებლებს შეუძლიათ, დაამატონ ბარათები Google Wallet- ში და მშვიდად იყვნენ, რომ მათი ფინანსური ინფორმაცია უსაფრთხოა ნებისმიერი ტრანზაქციისას“ - ამბობს ჯენი ჩენგი, Google Wallet-ის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი. „თავისი არსებობის 30 წლის მანძილზე, „თიბისი“ ყოველთვის იდგა ინოვაციური ციფრული გადაწყვეტების ავანგარდში და მომხმარებელს მუდმივად სთავაზობდა საუკეთესო სამომხმარებლო და ბრენდის გამოცდილებას. ჩვენ ვაგრძელებთ მომხარებლისთვის მოწინავე, ინოვაციური ციფრული პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებას. „თიბისი“ სერვისების Google Pay-სთან ინტეგრაცია კიდევ უფრო გვაახლოებს ჩვენს მისიასთან - ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება. მოხარულები ვართ, რომ დღეიდან „თიბისის“ მომხმარებლების ყოველდღიური ცხოვრება ერთი ნაბიჯით უფრო გამარტივდება, რადგან ისინი Google Pay-ს გამოყენებით შეძლებენ საბანკო ტრანზაქციების უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელებას“ – ამბობს თორნიკე გოგიჩაიშვილი, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. „თიბისის“ ბარათის Google Pay-ში გამოსაყენებლად, ჩამოტვირთეთ Google Wallet, რომლის ნახვაც თქვენს ტელეფონებსა და მოწყობილობებში Google Play Store-შია შესაძლებელი.
„ალ ჯაზირამ“ ირანზე აშშ-ის ბოლო დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყველაზე მასშტაბურად შეაფასა
მრავალწლიანი ტყუილებისთვის ბოდიშს ვიხდით – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა
თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)