|
2022-11-14 22:55:24, 1549 ნახვა
პოლიტიკა
ბაიდენი - კონგრესის შუალედურმა არჩევნებმა ამერიკული დემოკრატიის სიძლიერე და სიმტკიცე აჩვენა
კონგრესის შუალედურმა არჩევნებმა ამერიკული დემოკრატიის სიძლიერე და სიმტკიცე აჩვენა. - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ არჩევნებზე იყო პოლიტიკური ძალადობის და ამომრჩეველთა დაშინების მტკიცე უარყოფა. „ის, რაც ვიხილეთ, იყო ამერიკული დემოკრატიის სიძლიერე და სიმტკიცე, ჩვენ ის ვიხილეთ მოქმედებაში. ამერიკელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დემოკრატია არის ის, ვინც ვართ ჩვენ, ყველა დონეზე“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ,რომ კვირას ცნობილი გახდა, რომ დემოკრატიული პარტია კონგრესის ზედა პალატაზე კონტროლს შეინარჩუნებს. ეს ცხადი გახდა, როდესაც დემოკრატი მოქმედმა სენატორმა კეტრინ კორტეს-მასტომ გაიმარჯვა ნევადის შუალედურ არჩევნებში. მან ცოტათი გაუსწრო ნევადის ყოფილ პროკურორს, რესპუბლიკელ ადამ ლაქსალტს. ბოლო სენატორის ადგილი ითამაშებს ჯორჯიის შტატში, სადაც არჩევნების მეორე ტური 6 დეკემბერს გაიმართება. თუმცა, რესპუბლიკელების კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაშიც კი, დემოკრატიული პარტია შეინარჩუნებს კონტროლს სენატზე, ვინაიდან თანაბარი რაოდენობის მანდატებით - 50-დან 50-მდე - გადამწყვეტი ხმა იქნება დემოკრატ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)