|
2022-11-14 21:41:15, 1274 ნახვა
პოლიტიკა
ბაიდენი - ჩინეთთან ახალი ცივი ომი არ იქნება
აშშ ჩინეთთან მეტოქეობას განაგრძობს, თუმცა კონფლიქტი არ სურს. - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისივე თქმით, ჩინეთთან ახალი ცივი ომი არ იქნება. „ის მკაფიო იყო და მეც მკაფიოდ ვთქვი, რომ დავიცავ აშშ-ის ინტერესებს და ღირებულებს, წინ წავწევ ადამიანის უნივერსალურ უფლებებს, დავიცავ საერთაშორისო წესრიგს, ვიმუშავებ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მხარდამხარ. ჩვენ აქტიურად შევეჯიბრებით, მაგრამ მე კონფლიქტი არ მსურს. მე ამ კონკურენციის მართვა პასუხისმგებლიანად მსურს. მინდა, დავრწმუნდე, რომ ყველა ქვეყანა ემორჩილება საერთაშორისო წესებს და ეს განვიხილეთ. ერთი ჩინეთის პოლიტიკა არ შეცვლილა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით სტატუს-კვოს ცალმხცრივად შეცვლას რომელიმე მხრიდან და ერთგულები ვართ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტეში". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ბალიში, G20-ის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ, სადაც ბაიდენმა სი ძინპინის უთხრა, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ მართონ არსებული უთანხმოება და თავიდან აიცილონ კონკურენცია კონფლიქტისგან.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)