|
2022-11-14 18:37:52, 1012 ნახვა
პოლიტიკა
ნაყოფია ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებზე - მიხეილ სააკაშვილს არ მოსწონს და არ ერევა ამ პროცესებში
მიხეილ სააკაშვილს არ მოსწონს და არ ერევა ამ პროცესებში. - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა. მისივე თქმით, ახლა ყველა უნდა გაერთიანდეს და იფიქროს იმაზე, თუ როგორ შეცვალონ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" და არა იმაზე, ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. "ამოცანა, რომელიც დღეს ოპოზიციის წინაშე დგას, ეს არის ნიკა გვარამია ციხეში გვყავს და ნიკა გვარამია არის გასათავისუფლებელი, და ზოგადად, ქვეყანაში, არის რეჟიმი შესაცვლელი. ჯობია, ვიყოთ კონცენტრირებული და კონსოლიდირებული ამ აზრის ირგვლივ. და რა დროს, ეხლა, "ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნები და რა დროს ეს თემაა, როდესაც ბევრად მნიშვნელოვანი თემა არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში. ქვეყანას ვკარგავთ და ჯობია, ამაზე ვიფიქროთ, ამის ირგვლივ ვკონსოლიდირდეთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შევცვალოთ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" და არა იმაზე, ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. ჩემზე ნამდვილად არ აქვს ამ ადამიანს გავლენა. შეგახსენებთ,რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)