|
2022-11-14 17:55:19, 1004 ნახვა
პოლიტიკა
„შეგვიძლია ვმართოთ უთანხმოება და ვიპოვოთ გზები მუშაობისთვის“ - ბაიდენი და სი ძინპინი G20-ზე ერთმანეთს შეხვდნენ
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ბალიში, G20-ის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. Bloomberg-ის ცნობით, ბაიდენმა სი ძინპინის უთხრა, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ მართონ არსებული უთანხმოება და თავიდან აიცილონ კონკურენცია კონფლიქტისგან. „ჩემი აზრით, ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას ვაჩვენოთ, რომ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ მართონ ჩვენი უთანხმოება, თავიდან აიცილონ კონკურენცია კონფლიქტისგან და იპოვონ გზები უკეთესი მუშაობისთვის“, - თქვა ბაიდენმა მოლაპარაკებების გახსნისას. ჩინეთის პრეზიდენტმა კი განაცხადა,რომ მხარეებმა "სწორი მიმართულება უნდა იპოვონ" და "აამაღლონ ურთიერთობა". „ამჟამად ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობები ისეთ მდგომარეობაშია, რომ ჩვენ ყველანი ძალიან ვზრუნავთ მათზე, რადგან ეს არის ჩვენი ორი ქვეყნისა და ხალხის ფუნდამენტური ინტერესი და ეს არის ის, რასაც საერთაშორისო საზოგადოება ჩვენგან მოელის“, - განაცხადა მან.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)